ფეხბურთი

22:31 | 10.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები - მზადების მესამე დღე (+VIDEO)

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 24-მა ფეხბურთელმა დღის პირველ ნახევარში სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა, ხოლო შემდეგ ვლადიმირ ვაისმა გუნდი ორად დაჰყო და შესაბამისად, ორმხრივი თამაშიც შედგა.

აღსანიშნავია, რომ გუნდში ტრავმები არაა და ყველა ფეხბურთელი სრული დატვირთვით ემზადება. რაც შეეხება მეტოქეს, ანდორის ნაკრები თბილისში 11 ოქტომბერს ჩამოვა და თამაშის წინა დღეს "დინამო არენაზე" ივარჯიშებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ანდორას მატჩი 13 ოქტომბერს, 20:00 საათზე გაიმართება, ხოლო "ჯვაროსნები" სამ დღეში რიგაში, ლატვიას ესტუმრებიან.

საქართველოს ნაკრები D ლიგის A ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს, ხოლო მეორე პოზიციას 2 ქულით ანდორის ნაკრები იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112599