კალათბურთი

1:33 | 10.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 9 ქულა გერმანელებთან

საკალათბურთო ევროთასის მე-2 ტურში გიორგი შერმადინის “უნიკახა” ფრანკფურტის “სკაილაინერსს” დაუხვდა და გერმანული გუნდი 91:64 გაანადგურა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 18:05 წუთში 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
მალაგელებს D ჯგუფში თითო მოგება-წაგებით მე-3 ადგილი უკავიათ, მომდევნო მატჩს კი 17 ოქტომბერს მონტენეგროში ადგილობრივი “მორნარ ბარის” წინააღმდეგ ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113022