ფეხბურთი

9:29 | 9.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალი „ბარსელონაში“ უკმაყოფილოა

„ბარსელონას“ ახალწვეული, ჩილელი არტურო ვიდალი გუნდში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა. მას მცირე სათამაშო დროს აძლევენ.

„კმაყოფილი როგორ ვიქნები, როცა ცოტას მათამაშებენ. მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში მითამაშია და თითქმის ყველაფერი მომიგია. ასევე მინდა გავაგრძელო „ბარსელონაშიც,“ - უთხრა ვიდალმა Goal-ს, - ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც მზად ვარ. მართალია ბოლო რამდენიმე შეხვედრაში ცოტა გაღიზიანებული ვიყავი, მაგრამ ეს გაივლის. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ და წინ ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი გველის. თუ რაღაც არ მომეწონება, პირდაპირ მივალ მწვრთნელთან და ყველაფერს ვეტყვი.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ჩილელი „ბარსელონაში“ გასულ ზაფხულს გადავიდა. მანამდე კი მშობლიურ „კოლო კოლოში,“ „ლევერკუზენში,“ „იუვენტუსსა“ და „ბაიერნში“ უთამაშია.

ჩილეს ნაკრებში 100 მატჩი ჩაუტარებია და 24 გოლი გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099974