ფეხბურთი

1:43 | 8.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ზარანდიას საგოლე პასი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-11 ტურში „არკამ“ „ზაგლებიეს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ტაიმი წააგო, საბოლოოდ, 3:1 გაიმარჯვა.

ამაში ლუკა ზარანდიას დიდი წვლილია. ქართველმა ტრადიციულად 90 წუთი ითამაშა და ბოლო ორ გოლში უდიდესი როლი მიუძღვის. 81-ე წუთზე იანკოვსკიმ სწორედ ზარანდიას ფალნგური გარღვევისა და პასის შემდგომ გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა.

ხოლო, მსაჯის კომპენსირებულ დროში იმავე იანკოვსკიმ დუბლი შეასრულა, საგოლე შეტევა კი ლუკამ დაიწყო, რომელმაც ჩინებული პასით მიხალ იანოტა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა.

ბოლო დროს ზარანდია მართლაც კარგ ფორმაშია, რაც უდაოდ სასიხარულო ფაქტია. „არკა“ კი 11 ტურის თავზე 14 ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფება.

0.121644