ფეხბურთი

1:05 | 7.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

შავი "ბაიერნი"

მიუნხენის „ბაიერნი“ ბუნდესლიგის ოთხეულს მიღმა - ამას ბევრი ვერ წარმოიდგენდა, მაგრამა ახლა სატურნირო ცხრილს თუ ჩავხედავთ, ასეა. „რეკორდმაისტერი“ ბნელ დღეებს დასასრული არ უჩანს და ბოლო ოთხი თამაში მოუგებლად ჩაატარა. თანაც, აქედან სამ მატჩს „ალიანც არენამ“ უმასპინძლა.

თუმცა, „აუგსბურგთან“ (1:1), „ჰერტასთან“ (0:2), და „აიაქსთან“ (1:1) შეხვედრები არაფერი ყოფილა იმასთან, რაც ნიკო კოვაჩის გუნდს „გლადბახთან“ გადახდა. უკვე მე-16 წუთზე ალესან პლეასა და ლარს შტინდლის გოლებით სტუმრები 2:0 იგებდნენ. მიუხედავად ამისა, როდესაც „ბაიერნს“ ეთამაშები, ეს ანგარიში დამშვიდების საშუალებას წესით ვერ უნდა გაძლევდეს. მაგრამ, მიუნხენელთა სამწუხაროდ, წესი მიმდინარე არ წესობს. „გლადბახმა“ ძალზე მშვიდად მიიყვანა შეხვედრა ლოგკურ დასასრულამდე და მეტიც, ბოლოს მესამეც გაიტანა. კატასტროფულად ირჯებოდა ბავარიელთა დაცვის ხაზი. საერთოდაც, გუნდში პრობლემები რომაა, ამაზე დავაც არ ღირს. თუმცა, მარტო ნიკო კოვაჩზე ჯოხის გადატეხვაც ალბათ არ ივარგებს. რატომ? – „ბაიერნს“ აშკარად პრობლემები აქვს კონტიგენტის მხრივ. ლეონ გორეცკა ერთადერთი შევსება გამოდგა ზაფხულში, რაც ბუნებრივია მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდისთვის საკმარისი არ უნდა იყოს და არცაა. „ბაიერნის“ ბოსები გამუდმებით იმას გაიძახიან, რომ კლუბის პოლიტიკას არ შეიცვლება და ერთ ფეხბურთელში 100 მილიონის გადახდა უაზრობაა, მაგრამ ფაქტია, თანამედროვეობამ ეს მოითხოვა და თუ ვინმეს სურს, რომ თანამედროვე ფეხბურთს ფეხი აუწყოს, მაშინ მის წესებსაც უნდა დაემორჩილოს... მანამდე კი, ვნახოთ, როდემდე გაგრძელდება მიუხენელთა კოშმარული დღეები.

ამასობაში, „დორტმუნდი“ ახერხებს ლიდერობას. არადა, ლუსიენ ფავრის გუნდს საოცრად რთული 90 წუთი გადახდა შინ „აუგსბურგთან“. „ბორუსიას“ მხსნელად პაკო ალკასერი მოევლინა, რომელიც უბრალოდ ფანტასტიკურ ფორმაშია და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. სწორედ პირადად ესპანელს უნდა უმადლოდენ „ყვითლები“ რომ მორიგი სამი ქულა მოიპოვეს. პაკომ ჰეთ-თრიქი შეასრულა და ბოლო, გადამწყვეტი გოლი მსაჯის კომპენსირებულ დროში შეაგდო. არ უნდა გამოგვრჩეს მარიო გიოტცეც, რომელმაც როგორც იქნა გატანა მოახერხა.

და ბოლოს, ზედიზედ მეორე თამაში მოიგო ვიცე-ჩემპიონმა „შალკემ“ (ჩემპიონთა ლიგასაც თუ ჩავთვლით, მაშინ ზედიზედ მესამე), რომელიც როგორც ჩანს, ფერზე მოდის. დომენიკო ტედესკოს გუნდმა დიუსელდორფში, „ფორტუნას“ უბრალოდ შანსი არ დაუტოვა - 2:0.

„მაინცი“ – „ჰერტა“ 0:0 (0:0)

„დორტმუნდი“ – „აუგსბურგი“ 4:3 (0:1)

გოლები: 0:1 ფინბოგასონი (4), 1:1 პაკო ალკასერი (62), 1:2 მაქსი (71), 2:2 პაკო ალკასერი (80), 3:2 მარიო გიოტცე (84), 3:3 გრეგორიში (87), 4:3 პაკო ალკასერი

„დიუსელდორფი“ – „შალკე“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 მაკკენი (47), 0:2 ბურგშტალერი (53)

„ჰანოვერი“ – „შტუტგატი“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 ვუდი (30), 2:0 ვუდი (45), 2:1 გომესი (50), 3:1 ბებუ (90)

„ბაიერნი“ – „გლადბახი“ 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 პლეა (10), 0:2 შტინდლი (16), 0:3 ჰერმანი (88)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113066