კალათბურთი

13:39 | 5.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფიბა-ს მსაჯთა ინსტრუქტორი რუშთუ ნურანი თბილისში სემინარს გამართავს

საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოდის ფიბა-ს რეგიონალური ინსტრუქტორი, მსაჯთა და მსაჯ-მდივანთა კოორდინატორი, რუშთუ ნურანი. ბატონი ნურანი ქართველი მსაჯებისა და მსაჯ-მდივნებისთვის ჩაატარებს კვალიფიკაციის ასამაღლებელ სპეციალურ სემინარს, რომელზე დასწრებაც, ახლახან კალათბურთის წესებში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, მწვრთნელებისთვისაც მიზანშეწონილია.

რუშთუ ნურანის სემინარი 7 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში (თსუ-ს მაღლივ კორპუსთან), 14:00 საათზე გაიმართება.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113121