ფეხბურთი

10:32 | 5.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: „მილანს“ უკეთ შეუძლია თამაში“

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „მილანმა“ ბერძნულ „ოლიმპიაკოსს“ 3:1 მოუგო. მატჩის შემდეგ მილანელთა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ ჟურნალისტებს უთხრა:“პირველ ტაიმში თითქოს მოდუნებულები ვიყავით, თუმცა სახიფათო მომენტებს ვქმნიდით. ნახევარდაცვაშიც გვქონდა შეცდომები. ამიტომ, ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ, რათა 4-4-2 სისტემით თამაში უკეთ შევძლოთ.

გამოვყოფდი კუტრონეს, რომელმაც დუბლი შეასრულა. პატრიკს ტრავმა ბოლომდე არ მოუშუშებია და ასი პროცენტით სათამაშოდ მზად არ არის. მაგრამ, გულმოდგინედ მუშაობს და გუნდისთვის თავს დებს.

ვიცოდით, რომ იგუაინიც ტრავმის შემდეგ ბოლომდე მზად არ იყო. თუმცა შესანიშნავი გოლი გაიტანა.“ - ციტირებს გატუზოს Football Italia.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115481