ფეხბურთი

12:27 | 4.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნაბი კეიტას გული აწუხებს?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, „ნაპოლიმ“ „ლივერპულს“ შინ 1:0 მოუგო. შეხვედრის მე-18 წუთზე მერსისაიდელთა გვინეელი ახალწვეული, ნაბი კეიტა გაზონზე დაჯდა და შეცვლა მოითხოვა. ფეხბურთელი მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს და ნეაპოლის ერთ-ერთ კლინიკაში წაიყვანეს.

თავიდან ყველას ეგონა კეიტამ ტრავმა მიიღოო, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ მთელი ღამის განმავლობაში მას არაერთი კარდიოლოგიური ტესტი ჩაუტარეს. კლუბს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ კეიტა „ლივერპულმა“ გასულ ზაფხულს გერმანული „ლაიპციგიდან“ 65 მილიონ ევროდ იყიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112283