ფეხბურთი

10:50 | 4.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჟერარ პიკეს მე-100-ე სალიგო

ოთხშაბათს, ლონდონში, „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ გამართული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი, „ბარსელონას“ მცველ ჟერარ პიკესათვის მე-100-ე აღმოჩნდა ტურნირზე.

ის 36-ე ფეხბურთელი გახდა, ვისაც მთავარ საკლუბო საფეხბურთო შეჯიბრში 100 და მეტი შეხვედრა გაუმართავს. პირველი ოთხი მატჩი მან „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით ითამაშა, 2008 წლიდან კი მხოლოდ „ბარსელონას“ ღირსებას იცავს.

ამ მხრივ რეკორდსმენი ლეგენდარული მეკარე იკერ კასილიასია (173 მატჩი ლიგაში), შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ (158) და ჩავი (157) მოდიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114466