ფეხბურთი

9:57 | 4.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: „გოლი იდეალურ დროს გავიტანეთ“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, „ნაპოლიმ“ „ლივერპული“ ლორენცო ინსინიეს ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა და მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აღტაცებაში მოიყვანა: „შესანიშნავი გამარჯვებაა. გოლიც იდეალურ მომენტში გავიტანეთ. თანაბრად ვითამაშეთ 90 წუთი და მეტოქის შეტევებსაც ვაკონტროლებდით. შეცვლებმაც გაამართლა, ვერდიმ და მერტენსმა აშკარად გააძლიერეს ჩვენი გუნდი. საერთოდ ყველა ფეხბურთელის კმაყოფილი ვარ.“ - უთხრა ანჩელოტიმ ჟურნალისტებს.

C ჯგუფს ორი ტურის შემდეგ 4 ქულით „ნაპოლი“ უდგას სათავეში. 3-3 ქულა მოუგროვდათ „ლივერპულს“ და პსჟ-ს, რომელმაც წუხელ „ცრვენა ზვეზდა“ 6:1 გაანადგურა. ბოლო ადგილზე 1 ქულით აშკარა აუტსაიდერი, სერბული კლუბია.

0.118136