ფეხბურთი

4:10 | 4.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მესის შოუ და ნეაპოლში ჩაკარგული "ლივერპული" (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურიც მიილია და მეორე სათამაშო დღემ პირველისგან განსხვავებით განსაკუთრებული სიურპრიზების გარეშე ჩაიარა. თუმცა, უნდა გამოვყოთ „ლივერპულის“ უფერული თამაში და მარცხი ნეაპოლში. „ბარსელონასა“ და ლეო მესის შოუ „უემბლიზე“.

A ჯგუფი

აქ ორი გამოკვეთილი ფავორიტია და ამთავითვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პლეი-ოფში „ატლეტიკო“ და „დორტმუნდი“ გავლენ. უბრალოდ, საკითხავი ისაა, ვის ერგება პირველი ადგილი.

„როხიბლანკომ“ ბელგიის ჩემპიონი „ბრიუგე“ მიიღო და კი გაუჭირდა, მაგრამ ანტუან გრიზმანის მაღალი ოსტატობის ხარჯზე მაინც დაამარცხა. ფრანგი შეუდარებელი გახლდათ და გარდა იმისა, რომ დუბლი შეასრულა, საგოლე პასიც მიითვალა. ისე კი, ბელგიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ 67-ე წუთამდე სასურველ ფრეს ინარჩუნებდნენ, მაგრამ ბოლომდე ვერ გაძლეს.

„დორტმუნდს“ კი ძალიან ცუდ ფორმაში მყოფმა „მონაკომ“ ოდენ ტაიმი გაუძლო. აი, მეორე ნახევარში ლუსიენ ფავრის ბიჭების შემჩერებელი მოედანზე ნამდვილად არავინ იმყოფებოდა და „ყვითლებმა“ მორიგი ადვილი გამარჯვება იზეიმეს. მორიგი საგოლე გადაცემა მიითვალა იედონ სანჩომ, ხოლო პაკო ალკასერი გერმანულ გუნდს ფანტასტიკურად მოერგო და მოედანი უგოლოდ ახლაც არ დაუტოვებია.

„დორტმუნდს“ „ატლეტიკოს“ 6-6 ქულა აქვთ და მომდევნო ტურში ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას, ხოლო „ბრიუგესა“ და „მონაკოს“ შეუძლით ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძოლონ.

„ატლეტიკო“ – „ბრიუგე“ 3:1 (1:1) VIDEO

მადრიდი, „ვანდა მეტროპოლიტანო“

მაყურებელი: 55 742

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; არიასი, ხიმენესი, გოდინი, ლუკას ერნანდესი; კოკე, ტომას პარტეი (კორეა 63), საულ ნიგეზი, ლემარი; დიეგო კოშტა (როდრი 69), გრიზმანი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

„ბრიუგე“ (3-5-2): ლეტიცა; პულაინი, მეჩელე, დენსვილი; ვლეტინკი (მატა 56), ვორმერი, ვანაკენი, რიცი (ოპენდა 75), გრონეველდი; ვესლი, შრივერსი (ნაკამბა 56)

მწვრთნელი: ივან ლეკო

გოლები: 1:0 გრიზმანი (28), 1:1 გრონეველდი (39), 2:1 გრიზმანი (67), 3:1 კოკე (90)

გაფრთხილება: ხიმენესი (36), ლუკას ერნანდესი (85) - რიცი (27), ოპენდა (81)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (6) – 4 (1) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: იავნ კრუჟლიაკი (სლოვაკეთი)

„დორტმუნდი“ – „მონაკო“ 3:0 (0:0) VIDEO

დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“

მაყურებელი: 66 099

„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ბიურკი; პიშჩეკი, აკანჯი, ზაგადუ, დიალო; ვიტსელი, დელანი (ვაიგლი 65); ვოლფი (ლარსენი 46), როისი, სანჩო (ფილიპი 84); პაკო ალკასერი

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

„მონაკო“ (4-3-3): ბენალიო (შუბაშიჩი 45); რაჯი, გლიკი, ჟემერსონი, ჰენრიხსი; ტილემანსი, აჰოლუ, გოლოვინი (შადლი 77); სიდიბე, ფალკაო, სილა (გრანდ სირი 70)

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

გოლები: 1:0 ლარსენი (51), 2:0 პაკო ალკასერი (72), 3:0 როისი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 9 (5) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი (ბელარუსი)

B ჯგუფი

ანალოგიური ვითარებაა B ჯგუფშიც - ორ გუნდს 6-6 ქულა აქვს, ორიც უქულოდაა. „ბარსელონა“ ლონდონში, „ტოტენჰემს“ სამმატჩიანი მოუგებელი სერიით ესტუმრა და შეიძლება ითქვას, გაბრაზებული იყო. თავის მხრივ, „მამლებს“ არ უნდა წაეგოთ, რადგან თავს მეტად მძიმე ვითარებაში ჩაიგდებდნენ, თუმცა მაურისიო პოჩეტინო შეხვედრას უდიდესი დანაკლისით შეხვდა. როგორც აღმოჩნდა, ლონდონელებს საკმარისი რესურსი არ აღმოაჩნდათ.

ამ ყველაფერს უგო ლორისის უხეში შეცდომა და სწრაფი გოლიც დაერთო. უკვე მეორე წუთზე ლეო მესიმ გენიალური პასით სახიფათო პოზიციაში ჟორდი ალბა გაიყვანა. თუმცა, ალბა იმდენად სახიფათო არ იყო, როგორც ეს სიტუაცია ლორიმსა შეაფასა, რომელიც რატომღაც კარიდან გამოფრინდა და ამაოდ.. ალბამ იქვე მდგომ ფილიპე კოუტინოს უპასა და მანაც ცარიელ კარში შეაგდო. საერთოდ, ფრანგ კიპერს საშინელი თამაში ჰქონდა და მეორე ტაიმშიც დაუშვა უხეში შეცდომა, უბრალოდ გოლს გადაურჩა. სამაგიეროდ, გოლს ვერ გაუდაურჩა 28-ე წუთზე, როდესაც ივან რაკიტიჩმა საჯარიმოს მისადგომებიდან ულამაზესად დაარტყა და ძალიან მაგარი გოლი გაიტანა. ტაიმიც ასე დასრულდა. „ბარსელონამ“ კი, მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყო და ლეო მესიმ ორჯერ მოარტყა ბურთი კარის ძელს. ამის ფონზე, ჰარი კეინის გოლი კონტექსტიდან სრულიად ამოგლეჯისლ ჰგავდა, მაგრამ ფაქტი იყო - „ტოტენჰემი“ თამაშში დაბრუნდა. თუმცა, დროებით, მესიმ მაინც გაიტანა და ორბურთიანი სტატუსქვო აღადგინა. მიუხედავად პრობლემებისა, „მამლები“ არ დანებდნენ და ერიკ ლამელას გოლით სიტუაცია ისევ დაიძაბა. მასპინძლები თამაშის გადარჩენის შანსს და იმედს ბოლომდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ 90 წუთზე „ბარსას“ იდეალური კომბინაცია მესის გოლით დასრულდა და არგენტინელს უკვე 5 გოლი გაუხდა ტურნირზე.

„ბარსელონას“ მსგავსად უდანაკარგოდ ასპარეზობს მილანის „ინტერი“, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდს ბრძოლაში უწევს ქულების დაგროვება. მიუხედავად ამისა, საწადელს აღწევს. როგორც „ტოტენჰემთან“, ახლაც პსვ ეინდჰოვენთან პირველი სწორედ „ნერაძურიმ“ გაუშვა გოლი. როზარიომ 25 მეტრიდან პირდაპირ ცხრიანში ჩააჭედა ბურთი. თუმცა, ტაიმის მიწურულს რაჯა ნაინგოლანმა გაათანაბრა, ხოლო მე-60 წუთზე მაურო იკარდი მეკარესთან პირისპირ დარჩა და უშეცდომოდ გაისარჯა. „ინტერმა“ 6 ქულა დააგროვა და უშუალო კონკურენტი „ტოტენჰემი“ უქულოდაა. მოკლედ, იტალიელებს ჩინებული შანსი გაუჩნდათ, რომ პლეი-ოფში გააღწიონ.

პსვ ეინდჰოვენი - „ინტერი“ 1:2 (1:1) VIDEO

ეინდჰოვენი, „ფილიპს არენა“

მაყურებელი: 34 750

პსვ ეინდჰოვენი (4-3-3): ზუტი; დემფრისი, შვააბი, ვირგევარი, ანჯელინო; როზარიო, პერეირო (მალენი 75), ჰენდრიქსი; ლოსანო, დე იონგი, ბერგვინი

მწვრთნელი: მარკ ვან ბომელი

„ინტერი“ (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, შკრინიარი, დე ვრეი, ასამოა; ვესინო, ბროჟოვიჩი; პოლიტანო (კანდრევა 90), ნაინგოლანი (ბორხა ვალერო 86), პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 1:0 როზარიო (27), 1:1 ნაინგოლანი (44), 1:2 იკარდი (60)

გაფრთხილება: ჰანდანოვიჩი (41), დ’ამბროზიო (45), ასამოა (60)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 16 (8) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)

„ტოტენჰემი“ – „ბარსელონა“ 2:4 (0:2) VIDEO

ლონდონი, „უემბლი“

მაყურებელი: 82 137

„ტოტენჰემი“ (4-2-3-1): ლორისი; ტრიპიერი, ალდერვეირელდი, სანჩესი, დევისი; ვინკსი, ვანიამა (დაიერი 57); ლუკას მოურა, ლამელა (ლორენტე 79), სონი (სისოკო 66); კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სემედო, პიკე, ლენგლე, ალბა; არტური (ვიდალი 87), ბუსკეტსი (ვერმაელენი 90), რაკიტიჩი; მესი, სუარესი, კოუტინიო (რაფინია 83)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 0:1 კოუტინიო (2), 0:2 რაკიტიჩი (28), 1:2 კეინი (52), 1:3 მესი (56), 2:3 ლამელა (66), 2:4 მესი (90)

გაფრთხილება: ალდერვეირელდი (14), ვანიამა (41), ლამელა (43), კეინი (74), დაიერი (90) - არტური (59), ბუსკეტსი (71)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (5) – 12 (7) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 7:3

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

C ჯგუფი

„პარი სენ ჟერმენმა“ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ შანსი არ დაუტოვა - 6:1. კლასში სხვაობა ბუნებრივია, ძალიან დიდი იყო. ნეიმარმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, აქედან ორჯერ ჯარიმა გაიტანა. უგოლოდ არც დი მარია, კავანი და მბაპე დარჩენილან. სერბთაგან ისტორიული გოლი (პირველი ჩემპიონთა ლიგაზე) მარკო მარინმა გაიტანა. რა თქმა უნდა, პსჟ-მ ჩინებული ფეხბურთი აჩვენა, მაგრამ „ცრვენა ზვეზდა“ საზომად მაინც ვერ გამოდგება.

ამავე ჯგუფში „ნაპოლიმ“ „ლივერპული“ დაამარცხა. ბევრისთვის ეს მოულოდნელობა იყო, მაგრამ თამაშს ვინც უყურა, შეუძლებელია შედეგს ალოგიკური უწოდოს. იურგენ კლოპმაც აღიარა, რომ მეტოქემ დამსახურებულად მოიგო. კარლო ანჩელოტიმ კი, კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მისმა გუნდმა გოლი ბოლო წუთზე გაიტანა და არა მანამდე.

მოკლედ, 90-ე წუთზე ხოსე კალეხონის პასით ლორენცო ინსინიემ შეაგდო და „ნაპოლი“ სიხარულს მიეცა. თუმცა, ნეაპოლიტანელებს იქამდეც არაერთი მომენტი შეექმნათ, უბრალოდ ვერ გამოიყენეს. და რა გააკეთა „ლივერპულმა“ 90 წუთი? არაფერი, აბსოლუტურად არაფერი! „წითლებს“ არათუ საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ, არამედ მეტოქის კარშიც არ დაურტყამთ.

ჯგუფში სწორედ „ნაპოლი“ გალიდერდა 4 ქულით, ხოლო კვალში „ლივერპული“ და პსჟ 3-3 ქულით უდგანან.

„პარი სენ ჟერმენი“ – „ცრვენა ზვეზდა“ 6:1 (4:0) VIDEO

პარიზი, „პარკ დე პრენსი“

მაყურებელი: 39 979

„პარი სენ ჟერმენი“ (4-2-3-1): არეოლა; მუნიე, ტიაგო სილვა (კეჰრერი 76), კიმპემბე, ბერნატი; ვერატი, რაბიო; მბაპე (ჩუპო-მოტინგი 76), ნეიმარი (დრაქსლერი 82), დი მარია; კავანი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

„ცრვენა ზვეზდა“ (4-2-3-1): ბორიანი; სტოიკოვიჩი, სავიჩი (ბაბიჩი 46), დეგენეკი, როდიჩი; იოვიჩიჩი, კრსტიჩიჩი; მარინი, კაუსიჩი, შიმიჩი (პავკოვი 46); ბენ ნაბუანე (ებესილიო 73)

მწვრთნელი: ვლადან მილოიევიჩი

გოლები: 1:0 ნეიმარი (20), 2:0 ნეიმარი (22), 3:0 კავანი (37), 4:0 დი მარია (42), 5:0 მბაპე (70), 5:1 მარინი (74), 6:1 ნეიმარი (81)

გაფრთხილება: სტოიკოვიჩი (68), პავკოვი (75)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 28 (17) – 5 (3) ბურთის ფლობა: 70%-30% კუთხურები: 13:0 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: არტურ დიასი (პორტუგალია)

„ნაპოლი“ – „ლივერპული“ 1:0 (0:0) VIDEO

ნეაპოლი, „სან პაოლო“

მაყურებელი: 37 057

„ნაპოლი“ (4-3-3): ოსპინა; მაკსიმოვიჩი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი; ალანი, ჰამშიკი (ზიელინსკი 81), ფაბიან რუისი (ვერდი 68); კალეხონი, მილიკი (მერტენსი 68), ინსინიე

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი; მილნერი (ფაბინიო 76), ვეინალდუმი, კეიტა (ჰენდერსონი 19); სალაჰი, ფირმინო, მანე (სტარიჯი 89)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლი: 1:0 ინსინიე (90)

გაფრთხილება: კულიბალი (25) - მილნერი (45)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 3 (0) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 7:1

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

D ჯგუფი

სოლომონ კვირკველიამ მორიგი 90-წუთიანი შეხვედრა ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე და საკმაოდ კარგადაც გამოიყურებოდა. მაგრამ აი, მისი „ლოკომოტივი“ მეტად უსუსური გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. ყოველშემთხვევაში ასე იყო „შალკესთან“ მოსკოვში. მართალია, ზუსტად იგივე ითქმის გერმანელებზეც, მაგრამ ბოლოში გაუმართლათ და მაინც გაიმარჯვეს „ხუმარებმა“ – 1:0.

ასეთივე ანგარიშით „პორტუმ“ „გალათასარაის“ აჯობა და „შალკესთან“ ერთად ჯგუფის სათავეში მოექცა.

„ლოკომოტივი“ – „შალკე“ 0:1 (0:0) VIDEO

მოსკოვი, RZD არენა“

მაყურებელი: 21 471

„ლოკომოტივი“ (4-5-1): გილერმე; იგნატიევი, ჰიოვედესი, კვირკველია, იდოვუ; ანტონ მირანჩუკი (დენისოვი 72), ფერნანდეში, კრიხოვიაკი, ბარინოვი, ალექსეი მირანჩუკი (ჟემალეტდინოვი 83); ედერი

მწვრთნელი: იური სიომინი

„შალკე“ (4-2-3-1): ფარმანი; კალიჯური, სანე, ნალდო, მენდილი; მაკკენი, მასკარელი (სერდარი 46); უტი, რუდი (ბენტალები 55), კონოპლიანკა; ემბოლო (ბურგშტალერი 72)

მწვრთნელი: დომენიკო ტედესკო

გოლი: 0:1 მაკკენი (88)

გაფრთხილება: ჰიოვედესი (19), კვირკველია (43), იგნატიევი (45) - მასკარელი (18), მაკკენი (52)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (1) – 11 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

„პორტუ“ – „გალათასარაი“ 1:0 (0:0) VIDEO

პორტუ, „დრაგაუ“

მაყურებელი: 42 711

„პორტუ“ (4-3-3): კასილიასი; მაქსი პერეირა, ფელიპე, მილიტაო, ალექს ტელეში; ოტავიო (ანდრე პერეირა 80), პერეირა, ერერა (ოლივეირა 89); კორონა (ტორესი 69), მარეგა, ბრაჰიმი

მწვრთნელი: სერჟიუ კონსეისაუ

„გალათასარაი“ (4-3-3): მუსლერა; ლინესი, მაიკონი, აზიზი, ნაგატომო; ფერნანდო (აკგუნი 86), დონკი (ინანი 68), ბელანდა (ფეგული 74); ონიეკურუ, გუმუსი, როდრიგესი

მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი

გოლი: 1:0 მარეგა (49)

გაფრთხილება: მილიტაო (42), ოტავიო (58), პერეირა (60) - დონკი (31), აზიზი (44), ლინესი (54), მაიკონი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 9 (3) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 4:4

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

Loading...
სტატისტიკა
0.243343