ჭადრაკი

18:35 | 3.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფიდეს ახალი პრეზიდენტი ჰყავს: არკადი დვორკოვიჩი

ბათუმში ფიდეს 89-ე კონგრესი მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ამ ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნები. შეგახსენებთ, რომ თავიდან პრეზიდენტის პოსტზე სამი კანდიდატი იყრიდა კენჭს: არკადი დვორკოვიჩი, გეორგიოს მაკროპულოსი და ნაიჯელ შორტი. ამ უკანასკნელს სერიოზულ კანდიდატად არ მიიჩნევდნენ, მანაც საკუთარი კანდიდატურა დვორკოვიჩის სასარგებლოდ მოხსნა.

ასე რომ, ორი რეალური კანდიდატიდან ერთ-ერთი ხდებოდა ფიდეს ახალი პრეზიდენტი - არკადი დვორკოვიჩი ან გეორგიოს მაკროპულოსი. ვიდრე კენჭისყრა დაიწყებოდა, ორივე მათგანი დარბაზში მყოფი დელეგატების წინაშე წარსდგა სიტყვით. შემდეგ ჩატარდა კენჭისყრა, რომლის შედეგების მიხედვით ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი არკადი დვორკოვიჩი გახდა.

თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

0.163642