წინასასეზონო შეხვედრაში „სან ანტონიომ“ „მაიამი“ 104:100 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ტეხასელთა მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა „მაიამის“ ცოცხალი ლეგენდის დუეინ უეიდის შესახებ ისაუბრა. უეიდმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კარიერაში ბოლო სეზონს ატარებს.
„უეიდი, რომ კარიერას დაასრულებს ის ძალიან დამაკლდება. მასზე სხვანაირად საუბარი უბრალოდ წარმოუდგენელია. არანივაა ვალდებული მთელი კარიერა ერთ გუნდს მიუძღვნას. ამ წლებში მისი ყურება ერთი სიამოვნება იყო“- განაცხადა პოპოვიჩმა.







