ფეხბურთი

2:28 | 1.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 1-ში ტრიბუნა ჩამოიშალა (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 1-ის შეხვედრაში, რომელიც „მონპელიესა“ და „ნიმს“ შორის დერბი შედგა, ინცინდენტის გარეშე არ ჩაუვლია. სტუმართა ტრიბუნის ბარიერმა ხალხს ვერ გაუძლო და ჩამოიშალა.

შედეგად ორმა ადამიანმა, ცხვირისა და ნეკნების დაზიანებები მიიღეს, თუმცა მსუბუქი ფორმებით. მიუხედავად ამისა, შეხვედრა მაინც შეჩერდა, რადგან გულშემატკივრები მოედანზე აღმოჩნდნენ. საბოლოოდ, მსაჯმა განაახლა მატჩი და მასპინძლებმა საქმე ბოლომდე მიიყვანეს - 3:0 მოიგეს.

სხვათა შორის, მსგავსი ინცინდენტი შაბათს, ესპანეთში, „ეიბარი“ – „სევილიას“ მატჩისას მოხდა, ხოლო ზუსტად ერთი წლის წინ, 2017 წლის 30 სექტემბერს, იგივე „ამიენისა“ და „ლილის“ შეხვედრაშიც მოხდა, თუმცა გაცილებით სერიოზული ფორმებით, რადგან მაშინ 29 ადამიანი დაშავდა.

0.161569