ფეხბურთი

20:19 | 30.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

მესი: „დაცვაში გაძლიერება გვჭირდება“

„ბარსელონას“ არგენტინელმა შემტევმა „ბილბაოსთან“ მატჩის 1:1 დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა და გუნდში სუსტი რგოლი დაასახელა.

„კატასტროფა არ ხდება, რადგან სეზონი ახლა დაიწყო და ყველაფრის გამოსწორების შანსი გვაქვს. ბოლო შეხვედრებში, ასეთ შედეგებს არ ველოდი. „ბილბაოსთან“ შეხვედრაში ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. აშკარაა, რომ წინა სეზონში გუნდებს ჩვენს კარში გოლის გატანა უჭირდათ, ახლა კი ეს მარტივად გამოსდით. დაცვის გაძლიერება გვჭირდება, რადგან ეს ამ ეტაპზე ყველაზე მთავარია“- მესის სიტყვებს „მარკა“ ციტირებს.

ბოლო სამი შეხვედრაა „ბარსელონა“ უჩვეულო შედეგებს აფიქსირებს. ჯერ შინ „ჟირონასთან“ 2:2 ითამაშეს, შემდეგ გასვლაზე „ლეგანესთან“ 2:1 წააგეს და ახლა კი „ბილბაოსაც“ ვერ მოუგეს.

0.099158