ფეხბურთი

2:25 | 29.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" "დინამოსთან" უპირატესობა შეინარჩუნა

თბილისის „საბურთალომ“ ორმატჩიანი წაგებების სერია დაასრულა და „დინამო თბილისს“ კიდევ უფრო მიახლოების შანსი არ მისცა. „სამტრედიამ“ კი წაგებების სერია დაასრულა, თუმცა, მოგება ისევ ვერ მოახერხა.

ეროვნული ლიგის 26-ე ტურის დასკვნითი ორივე შეხვედრა დაძაბული გამოდგა. „სამტრედიამ“ „რუსთავთან“ ქულის გადარჩენა მოახერხა და ბოლოადგილოსან „კოლხეთთან“ ვითარება ერთი ქულით გაიუმჯობესა. არადა, იმერლები ისევ აგებდნენ, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს ოლეგ მამასახლისის პენალტით ანგარიში გაათანაბრეს და მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა.

ბუნებრივია, გაცილებით დიდ ინტერესს იწვევდა „საბურთალოსა“ და „ჩიხურას“ მატჩი, რომელსაც ივანწმინდამ უმასპინძლა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს შეცდომის დაშვების უფლება აღარ ჰქონდა, ხოლო სოსო ფრუიძის შეგირდები ევროზონისთვის იბრძვიან და მოკლედ, სასწორზე ბევრი რამ იდო.

ეს მატჩსაც დაეტყო და რამდენადაც დაძაბული გამოდგა, იმდენად, არასანხაობრივი. საბოლოოდ, ყველაფერი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გავიდა. „ჩიხურას“ ყოფილმა ფეხბურთელმა დიმიტრი ტატანაშვილმა თბილისელებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა და „საბურთალომ“ „დინამოსთან“ ოთხქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

ეროვნული ლიგის 27-ე ტური სამ დღეზეა გაწერილი და სტარტს კვირას, ორი თამაშით აიღებს.

„სამტრედია“ – „რუსთავი“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ციცქიშვილი (31), 1:1 მამასახლისი (45, პენ)

„ჩიხურა“ – „საბურთალო“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ტატანაშვილი (85)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119228