ფეხბურთი

0:10 | 29.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილი დაშავდა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი პაპუნაშვილი ტრავმირებულია. "სარაგოსას" 23 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ლა ლიგა 2-ის კალენდარულ მატჩში "ალბასეტეს" წინააღმდეგ მიიღო და 38-ე წუთზე შეცვალეს.

ჯერჯერობით უცნობია დაზიანების სიმძიმე. ჩვენებურმა "ალბასეტეს" წევრ აკუნიასთან ბურთისთვის ბრძოლაში კოჭი დაიზიან, მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და კლინიკაში გამოკვლევაზე გადაიყვანეს.

იმედია, ტრავმა სერიოზული ხარისხის არ გამოდგება და პაპუნაშვილის მოედანს მალე დაუბრუნდება, რადგან საქართველოს ნაკრებს სულ მალე ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის შეხვედრების ჩატარება მოუწევს.

0.115424