ფეხბურთი

10:46 | 27.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

მასიმო კარერა: "შესაძლოა, ჯანომ ფორმაში შესასვლელად მეორე გუნდში ითამაშოს"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე 6-თვიანი პაუზის შემდეგ რომ დაბრუნდა, გუშინ გიამბეთ. ჯანომ რუსეთის თასის 1/16 ფინალში "ჩერნომორეცთან" 83-ე წუთიდან ითამაშა და სხვათა შორის, გოლის გატანის შანსიც ჰქონდა.

ნამატჩევს, "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა ქართველი ნახევარმცველის შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯერ 90 წუთის სათამაშოდ მზად არაა:

"ჯანო 90 წუთის სათამაშოდ ჯერ მზად არაა, მაგრამ იმედია, ოპტიმალურ კონდიციებში მალე იქნება. შესაძლოა, მანამდე გარკვეული დრო მეორე გუნდში ითამაშოს", - განაცხადა კარერამ.

შეგახსენებთ, ჯანო მიმდინარე წლის მარტში საქართველოსა და ლიეტუვას სპარინგში დაშავდა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ მოედანს ახლახან დაუბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124758