ფეხბურთი

19:20 | 26.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავას გამარჯვების გოლი ყაზახეთში (+VIDEO)

ყაზახეთის პრემიერლიგის 27-ე ტურში "ტობოლმა" სტუმრად "აკჟაიკი" 1:0 დაამარცხა და ეს ერთადერთი გოლი ჯაბა კანკავას ანგარიშზეა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 81-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

აღნიშნულ შეხვედრაში ჯაბამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ნიკა კვეკვესკირს არ უთამაშია, რომელიც ტრავმირებულია. "ტობოლს" 27 თამაშში 43 ქულა აქვს, მესამე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ "ასტანასა" და "ყაირატს" ჩამორჩება.

კანკავას მიმდინარე სეზონში 25 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი, რაც შეეხება კვეკვესკირს - 18 თამაში, 1 გოლი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118702