ძიუდო

17:05 | 26.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ფინალშია (+VIDEO)

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალში გავიდა და 2018 წლის სეზონის უდიდეს ჯილდოს ერთი ნაბიჯი აშორებს.

ჩემპიონატზე პირველ ნომრად განთესილმა 23 წლის ქართველმა მძიმეწონოსანმა რუმინელი დანიელ ნატეას, უკრაინელი იაკივ ხამოსა და ჰოლანდიელი რეი მეიერის იპონ-იპონ ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში მონღოლ დუურენბაიარ ულზიიბაიარს სამ წუთში სძლია, საფირმო კისრულით.

ფინალში გურამ თუშიშვილი აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაურს დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში უზბეკი ბეკმურად ოლტიბოევი იპონით დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135899