ფეხბურთი

16:22 | 26.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე და პოგბა ვარჯიშზე - ფრანგი უკმაყოფილოა (+VIDEO)

ჟოზე მოურინიოსა და პოლ პოგბას შორის დიდი ხანია კარგი ურთიერთობა არ სუფევს, მაგრამ ბოლო დღეებში ყველაფერმა პიკს მიაღწია. ჯერ იყო და, ფრანგმა მწვრთნელი საჯაროდ გააკრიტიკა სათამაშო სტილის გამო, ხოლო ჟოზეს პასუხსაც არ დაუყოვნია - ვიცე-კაპიტნობა ჩამოართვა.

მართალია, პორტუგალიელმა კონფლიქტი უარყო და გადაწყვეტილების ახსნა მედიასთან არ ისურვა, მაგრამ ნათელია, რომ ყველაფერი რიგზე არაა.

ეს დღეს გავრცელებულმა კადრებმაც დაადასტურა, რომელიც დღევანდელი ვარჯიშის დროსაა გადაღებული. პოგბა მოურინიოს გაკვირკვებული და გაბრაზებული კარგა ხანს უყურებს. თითქოს, რაღაცაში არ ეთანხმება...

0.138607