ძიუდო

12:07 | 26.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია (+VIDEO)

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დილის პროგრამა წაუგებლად გაიარა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. პირველ ნომრად განთესილი 23 წლის ქართველი მძიმეწონოსანი საქმეში მეორე წრიდან ჩაება და რუმინელი გოლიათი დანიელ ნატეა დასცა ბეჭებზე. მერვედფინალში უკრაინელ იაკივ ხამოს წუთი და ოცი წამი აკმარა. მეოთხედფინალში კი ჰოლანდიელ როი მეიერს სუფთა გდება მერვე წუთზეღა შეუსრულა.

ნახევარფინალში თუშიშვილი მონღოლ დუურენბაიარ ულზიიბაიარს დაუპირისპირება. ფინალის მეორე საგზურისთვის უზბეკი ბეკმურად ოლტიბოევი და აზერბაიჯანის ნაკრების წევრი უშანგი კოკაური იჭიდავებენ.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145085