ჩოგბურთი

21:50 | 25.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე წინ მიიწევს

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიურ ობიდოსში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე კვალიფიკაციის დაძლევის კვალად, ძირითად ბადეშიც წარმატებული სტარტი აიღო.

ბოლქვაძემ საწყის რაუნდში ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ შვედ მირიამ ბიორკლუნდს 6:1, 6:4 სძლია, მერვედფინალში კი მე-6 ნომრად განთესილ ჩეხ მონიკა კილნაროვას გაეჯიბრება.
წყვილთა შეჯიბრში ბოლქვაძემა და პორტუგალიელმა ინეს მურტამ “უაილდ ქარდის” მქონე ესპანელ ბუკსასა და ამერიკელ სტივენსონს 6:1, 6:3 სძლიეს და მეოთხედფინალში იტალიელ ბულანისა და იაპონელ იმანიშის ეთამაშებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110085