ფეხბურთი

23:18 | 25.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო გოლი პრემიერლიგაში თვის საუკეთესოდ არ დაასახელეს (+VIDEO)

ფიფამ 2018 წლის საუკეთესო გოლი დაასახელა და ამას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. 2017 წლის 10 დეკემბერს, ლივერპულურ დერბში მოჰამედ სალაჰის გოლი "ევერტონის" კარში ფიფას ვერსიით, იმაზე ლამაზი იყო, ვიდრე მაგალითად გარეთ ბეილისა და კრიშტიანუ რონალდუს ორი დაუვიწყარი "მაკრატელა".

შედეგად, ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზი ეგვიპტელ შემტევს ერგო. თუმცა, საინტერესოა, რომ გოლი, რომელიც საუკეთესოდ დასახელდა, უშუალოდ პრემიერლიგაში დეკემბრის თვის საუკეთესო გოლად არ მიიჩნიეს.

მაშინ, სალაჰის გოლს პრემიერლიგის ბოსებმა "ბორნმუთის" თავდამსხმელის, ჯერმეინ დეფოს გატანილი გოლი ამჯობინეს "კრისტალ პალასის" კარში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116751