ფეხბურთი

21:25 | 24.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

სუპერკლასიკო სუპერგოლებით! (+VIDEO)

არგენტის ჩემპიონატის მეექვსე ტურში სეზონის მთავარი მატჩი შედგა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი დერბი: "ბოკა ხუნიორსი" - "რივერ პლეიტი". პირთამდე გადაჭედილ "ბომბონერაზე" გულშემატკივრებმა ორი გოლი იხილეს და ორივე ერთმანეთზე უკეთესი. თუმცა, "ბოკას" ქომაგთა სამწუხაროდ, ორივე საყვარელი გუნდის კარში.

"ბოკას" სეზონი უცუდესი მატჩი ყველაზე მნიშვნელოვან დერბის, სუპერკლასიკოს დაემთხვა და "რივერის" პირიქით - ყველაზე კარგი. ანგარიში მე-15 წუთზე გონსალო მარტინესმა გახსნა, რომელმაც მარცხენა ფეხით ერთი შეხებით გაისროლა და სტადიონი დაადუმა. მეორე ტაიმში კი, საბოლოო ანგარიში ნაჩო სკოკომ დააფიქსირა, რომელმაც ასევე ერთი შეხებით ლამის გახვრიტა მასპინძელთა კარი.

გილერმო ბაროს სკელოტოს დამოძღვრილ "ბოკა ხუნიორსს" 6 ტურში 10 ქულა აქვს. იგივე შედეგით იწონებს თავს მარსელო გალიარდოს "რივერ პლეიტიც". ჩემპიონატს კი "ატლეტიკო ტუცუმანი" 14 ქულით ლიდერობს, ხოლო მეორე პოზიციაზე "რასინგია" 11 ქულით.

0.120525