ძიუდო

20:51 | 24.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ოქრო ესპანურ კალათაში

ძიუდოში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთადერთი მედალია – ამირან პაპინაშვილის (60 კგ) ბრინჯაო. გაცილებით შთამბეჭდავია უცხოეთის ნაკრებების სახელით მოჭიდავე ქართველების მონაგარი – სამივე სინჯის თითო მედალი.

რუსეთის ნაკრების წევრ რობერტ მშვიდობაძის (60 კგ) ვერცხლსა და თურქეთის დროშის ქვეშ მოასპარეზე ვედატ ალბაირაკის (81 კგ. ვანო რევაზიშვილი) ბრინჯაოს, დღეს ოქრო მიამატა ესპანელმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა (90 კგ).

22 წლის შერაზადიშვილი ესპანეთის სახელით საერთაშორისო არენაზე 2012 წლიდან გამოდის. ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის ორ-ორჯერ გახდა ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი. მიმდინარე სეზონში კი უფროსებში ევროპირველობაზე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ხვალ და ზეგ, მსოფლიოს ჩემპიონატზე, მამაკაცებს შორის 100 და +100 კილოგრამებში უნდა გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები. საქართველოს სახელით კონკურენციაში ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ჩაებმებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114068