ფეხბურთი

20:18 | 22.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლობჟანიძის მესამე გოლი მიმდინარე სეზონში (+VIDEO)

ქართველმა შემტევმა საბა ლობჟანიძემ დანიის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა. ქართველი ლეგიონერის "რანდერსმა" მეათე ტურში "ვენდსისელი" შინ 2:0 დაამარცხა, შეხვედრაში კი ანგარიში 59-ე წუთზე ლობჟანიძემ საჯარიმო დარტყმით გახსნა.

მიმდინარე სათამაშო წელს საბამ "ჰობროსთან" მოგებულ მატჩში გამოიჩინა თავი. ასევე "ოლბორგთან" ლობჟანიძემ ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. შემტევი "რანდერსში" გასულ წელს გადავიდა და მას შემდეგ დანიური გუნდის მაისურით 47 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

0.145847