ჩოგბურთი

1:58 | 21.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილს ნიშიკორისთან დაპირისპირება ელის

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 561 345 ევრო) მეოთხედფინალში გავიდა.

“მოზელ ოუფენის” მე-2 წრეში ბასილაშვილმა “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგ უგო ჰუმბერტთან მძიმე ბრძოლა გადაიტანა და მართალია, პირველი სეტი წააგო, საბოლოოდ, 6:7 (2:7), 7:6 (7:4), 6:3 იმარჯვა.
ცნობილია, რომ მე-5 ნომრად განთესილ ბასილაშვილს მეოთხედფინალში უმთავრეს ფავორიტად მიჩნეული იაპონელი კეი ნიშიკორი ელის.
თუკი ქართველმა ჩოგბურთელმა მასაც აჯობა, მეცის ტურნირის ნახევარფინალში გავა და შარშან გამომუშავებული 90 სარეიტინგო ქულის დაცვასაც მოახერხებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117246