კალათბურთი

0:00 | 21.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძეს ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა

საქართველოს ნაკრების მაისურით მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შედეგიანი თამაშის კვალად, ახალგაზრდა ცენტრი გოგა ბითაძე სერბულ “მეგა ბემაქსს” დაუბრუნდა და წინასასეზონო მატჩებზე გადაერთო.

“მეგა ბემაქსი” სერბულსავე “დინამიკს” გაეჯიბრა და იოლად – 76:44 იმარჯვა, ქართველ ლეგიონერს კი მორიგ ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა: გოგას მონაგარი 9 ქულა და 13 მოხსნა გახლდათ.
ჩვენებურის კლუბს მომდევნო შეხვედრა 23 სექტემბერს რუსულ “სპარტაკ პრიმორიესთან” ელის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114906