კალათბურთი

0:20 | 21.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

პაპანიკოლაუ დაშავდა

ქართველთა დამაქცევარი კოსტას პაპანიკოლაუ, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მატჩის ბოლო წამზე ფარქვეშიდან ორქულიანი ჩააგდო და საბერძნეთს გამარჯვება მოუტანა, დაშავდა.

ცნობით, პირეოსის “ოლიმპიაკოსის” ფორვარდმა ბარძაყი იტკინა და დაახლოებით სამ კვირას გამოტოვებს. ამგვარად, დიდი ალბათობით, ის ევროლიგის სტარტისთვისაც ვერ იქნება მზად.
შეგახსენებთ, რომ პაპანიკოლაუმ საქართველოსთან მატჩში მოედანზე 33:19 წუთი გაატარა და 15 ქულა ჩააგდო, მათ შორის, 5 ქულა დასკვნით 01:10 წუთში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112929