ფეხბურთი

19:10 | 20.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი MLS-ში (+VIDEO)

ამერიკული MLS-ის 29-ე ტურში მორიგი მარცხი განიცადა "სან ხოსემ", რომელიც საკუთარ მოედანზე აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ "ატლანტასთან" 3:4 დამარცხდა.

არადა, "მიწისძრვრები" 70-ე წუთამდე 3:1 იგებდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში უპირატესობა გაანიავეს და უქულოდ დარჩნენ. აღნიშნულ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა. კაშია კაპიტნობდა გუნდს, ხოლო ყაზაიშვილმა 58-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიში იმ დროისთვის 3:1 გახადა.

ვაკომ სამი მცველი მოატყუა და ისე მოახერხა მეტოქის კარში ბურთის გადაგზავნა. მართლაც ლამაზი გოლი გამოვიდა. ეს ქართველი შემტევის მეათე გოლია.

"სან ხოსე" კი ძალიან ცუდად თამაშობს და 20 ქულით დასავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილზეა. განსაკუთრებთ საშინლად ამ გუნდის დაცვა გამოიყურება, რადგან 29 შეხვედრაში 61 გოლი აქვს გაშვებული.

0.16696