ფეხბურთი

10:23 | 20.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

აცრემლებული რონალდუ, არასამართლიანი გაძევება და ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია

"იუვენტუსის" მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი წარუმატებელი გამოვიდა. ეს, დიდწილად გერმანელი მსაჯის ფელიქს ბრიხის დამსახურებაა, რომელმაც პორტუგალიელი ვარსკვლავი 29-ე წუთზე გასახდელის გზას გაუყენა.

რონალდუ საჯარიმოში "ვალენსიას" მცველ ჯეისონ მურილოს თავზე მართლაც შეეხო, მაგრამ არა იმდენად სერიოზულად, რომ მსაჯს მისთვის პირდაპირ წითელი ბარათი ეჩვენებინა - ამაზე ყველა თანხმდება. რონალდუმ კი, მოედანი თვალცრემლიანმა და ძალიან გაბრაზებულმა დატოვა.

ამრიგად, "იუვეს" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში მთავარი ვარსკვლავის გარეშე ფონს გასვლა მომდევნო ორ შეხვედრაში მოუწევს. კრიშტიანუს გაუცდება საშინაო მატჩი "იანგ ბოიზთან" და სტუმრად "მანჩესტერ იუნაიტედთან". შესაბამისად, "ოლდ ტრაფროდზე" ვერ დაბრუნდება. მოგეხსენებათ, პირდაპირ მიღებული წითელი ბარათი ავტომატურად ნიშნას ორმატჩიან დისკვალიფიკაციას. საინტერესოა ისიც, რომ 33 წლის შემტევისთვის ეს იყო 158-ე მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე და პირველი წითელი ბარათი...

ეპიზოდს ბუნებრივია დიდი გამომხაუება მოჰყვა. უმეტესად, ყველა თანმხდება, რომ წითელი ბარათი ზედმეტად მკაცრი სასჯელი და მცდარი გადაწყვეტილება იყო. კრიშტიანუს დამ კი, სოციალური ქსელიდან უეფას სამარცხვინო უწოდა.

აქვე გეტყვით, რომ ტურინულმა გრანდმა მიუხედავად ხსენებული ეპიზოდისა, "ვალენსია" პრობლემების გარეშე, 2:0 დაამარცხა და ტურნირი მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო.

0.115486