კალათბურთი

19:12 | 19.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავით კაკუშაძე აშშ-ში ითამაშებს

ზაზა ფაჩულიას აკადემიის ერთ-ერთი ნიჭიერი კალათბურთელი დავით კაკუშაძე კარიერას აშშ-ში გააგრძელებს. აკადემიის პრესსამსახურის ცნობით, დავითი სწავლასა და კალათბურთის თამაშს Brewster Academy-ში შეუთავსებს ერთმანეთს.

Brewster Academy ამერიკულ სკოლებს შორის სპორტში ერთ-ერთი წარმატებულია. ეს სკოლა დაამთავრა “იუტა ჯაზის” ვარსკვლავმა დონოვან მიტჩელმა, რომელიც შარშან, პირველივე სეზონში საშუალოდ 20 ქულაზე მეტს აგროვებდა.
Brewster Academy-ს სხვა სტუდენტები, რომლებიც კარგი კალათბურთელები გახდნენ: უილ ბარტონი, ჯონა ბოლდენი, დოგუზ ბალბაი, დევონტე გრემი, კრეიგ ბრეკინსი, ჯეფ ადრიენი, ტომას რობინსონი, ბლეიკ შლიბი.

0.11485