ფეხბურთი

17:25 | 19.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდე გოგონათა ამხანაგური მატჩები უკრაინასთან

საქართველოს გოგონათა 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების პროცესში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ლევან ბაჯელიძის გუნდი 19 და 21 სექტემბერს, თბილისის „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უკრაინის 17-წლამდე ნაკრებს უმაპინძლებს. ორივე მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

17-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან ბაჯელიძემ უახლოესი მატჩებისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა:

სვეტლანა გაბელაია, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო გურიელიძე, ელენე რაუხი, ანი აკობიძე, ქეთევან ცაავა, მეგი ეჯიბია, მაიკო ბებია, მეგი გოციტიძე, ლიზი მწყერაშვილი, ლანა მჟავია, ანასტასია ბოლქვაძე, ანა წულაია, ნათელა წოწერია, ნათია თავართქილაძე, მანანა ვაშაკიძე, ეკატერინე ჩირგაძე, ანი ლომსაძე, ნათია დანელია, მარიამ გოროზია.

www.gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068691