თამაშგარე

17:55 | 19.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰებს ბულვარული მედია შეუჩნდა

ინგლისურ “ლივერპულში“ მობურთავე ეგვიპტის ნაკრების კაპიტანი, მოჰამედ სალაჰი, ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ცნობილი ფეხბურთელია და ალბათ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ბულვარული მედიის წარმომადგენლები მუდმივად ინტერესდებიან მოჰამედის ცხოვრებით მწვანე მინდორს მიღმა.

ეს რეალობა კარგად უწყის მოჰამედის ცოლმა, ჭეშმარიტმა მუსლიმმა, მაგი სალაჰმა, მაგრამ მაინც აკვირვებს “ყვითელი“ მოკალმეების სითავხედე, რომლებიც სალაჰებს პრაქტიკულად სახლში უვარდებიან და მაგი სალაჰს ისეთ კითხვებს უსვამენ, რაზე პასუხის გაცემა მოჰამედის ცოლს არც სურს და არც ეპიტნავება.

ჯერ კიდევ გასულ საფეხბურთო სეზონში, როდესაც მოჰამედ სალაჰი იტალიიდან ლივერპულში ახალი გადაბარგებული იყო, ეს ცოლ-ქმარი, ერთ-ერთმა ბრიტანულმა ტელევიზიამ მიიწვია, რაზეც ცხადია ჟურნალისტებმა უარი მიიღეს. ამის შემდეგ კი, სალაჰთა სახლის წინ მედიის წარმომადგენლთა რუზრუზი არ წყდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.150168