ფეხბურთი

13:57 | 19.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „დიდებული თამაში იყო“

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში „ლივერპულმა“ პსჟ 3:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ლივერპულელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა კომენტრი გააკეთა.

„დიდებული თამაში იყო. ჩვენ თამამად და ძალისმიერად ვითამაშეთ. თავს კარგად ვიცავდით, რაც შესანიშნავი იყო. დღეს ახალი არაფერი გაგვიგია. პსჟ-სთან 95%-ით ვერ ითამაშებ, მათთან მოგება მაშინაა შესაძლებელი, როდესაც მთლიანად იხარჯები. ნეიმართან და დი მარიასთან გამკლავება იოლი არაა. ვერ ვიხსენებ, რომ მათ ბევრი მომენტი შეექმნათ, თავს კარგად ვიცავდით და მათ ძირითად მოთამაშეებს ვაკონტროლებდით.

როდესაც გესმის, რომ „ლივერპული“ პსჟ-ს ხვდება, იფიქრებ რომ „მერსისაიდელებს“ შანსი არ აქვთ. რამდენიმე წლის წინ სხვანაირად იყო, ახლა ბიჭებმა დავალებები ზედმიწევნით შეასრულეს. სტარიჯმა დიდებულად ითამაშა, ფირმინო გამოვიდა და გოლი გაიტანა“- განაცხადა კლოპმა.

0.111415