ფეხბურთი

12:04 | 19.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა, დღე II: ესპანურ-იტალიური დუელები

დღეს, ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის დარჩენილი რვა შეხვედრა გაიმართება. ყველაზე დიდ ინტერესს ორი თამაში იწვევს, ორივე ესპანეთში შედგება და სტუმრის რანგში იტალიელები იქნებიან.

ბოლო სამი გათამაშების ტრიუმფატორი მადრიდის “რეალი” მიჯრით მეოთხე ტიტულისკენ სვლას “რომასთან” მატჩით დაიწყებს. “სამეფო კლუბს” აღარ ჰყავს ზინედინ ზიდანი და კრშიტიანუ რონალდუ, თუმცა ბევრის აზრით, ახლა მადრიდელთა თამაში უფრო გუნდური გახდა. თავის მხრივ, ხულენ ლოპეტეგი მიიჩნევს, რომ “რომა” წელს უფრო ძლიერია, ვიდრე შარშან. არადა იტალიელთათვის სეზონი საშინლად დაიწყო. ყველა შემთხვევაში მაგარი მატჩი გველოდება და ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე არაერთხელ შეხვედრილან ერთმანეთს. ბოლოს ეს 2015-2016 წლების სეზონის მერვედფინალში მოხდა და ესპანელებმა ადვილად მოიგეს (2:0, 2:0). ამავე ჯგუფში ნაკლებ ინტერესს იწვევს “პლზენისა” და მოსკოვის ცსკა-ს შეხვედრა.

კიდევ ერთი საინტერესო ესპანურ-იტალიური დუელი “მესტალიაზე” შედგება. ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებული “ვალენსია” ტურინის “იუვენტუსთან” მატჩით დაიწყებს. “ღამურებმა” სეზონი ცუდად დაიწყეს და ლა ლიგაში ჯერ არ მოუგიათ, ხოლო “იუვემ” პირიქით, ოთხივე თამაში მოიგო. “ბებერი ქალბატონი” დღეს ფავორიტია, თუმცა “ღამურები” საკუთარ მოედანზე ყველა გუნდისთვის საშიში მეტოქე უნდა იყოს. ეს გუნდები დღეს პირველად ითამაშებენ ერთმანეთში. ამავე ჯგუფში ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი “იანგ ბოიზი” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლებს და ისტორიული ქულ(ებ)ის მითვლას შეეცდება, მაგრამ ეს შვეიცარიის ჩემპიონს მეტად უნდა გაუძნელდეს.

E ჯგუფი

“აიაქსი” – აეკ

“აიაქსი” (4-3-3): ონანა; მაზრაუი, დე ლიგტი, ბლინდი, ტალიაფიკო; შონე, დე იონგი, ზიეჩი; ნერეში, ჰუნტელაარი, ტადიჩი

აეკ (4-4-1-1): ბარკასი; ბაკაკისი, ოიკონომუ, ლამპროპულოსი, ჰულტი; როდრიგო გალო, ანდრე სიმოეში, იალანოპულოსი, მანტალოსი; კლონარიდისი, პონსე

“ბენფიკა” – “ბაიერნი”

“ბენფიკა” (4-3-3): ვლაჩოდიმოსი; ანდრე ალმეიდა, ჟარდელი, რუბენ დიასი, გრიმალდო; ფეისა, გედსონ ფერნანდეში, პიცი; ჩერვი, სეფეროვიჩი, სალვიო

“ბაიერნი” (4-3-3): ნოიერი; კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა; მიულერი, ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა; რობენი, ლევანდოვსკი, რიბერი

F ჯგუფი

“შახტარი” – “ჰოფენჰაიმი”

“შახტარი” (4-2-3-1): პიატოვი; ბუტკო, ხოჭოლავა, რაკიცკი, ისმაილი; ალან პატრიკი, სტეპანენკო; მარლოსი, ტაისონი, ბოლბატი; მორაეში

“ჰოფენჰაიმი” (3-5-2): ბაუმანი; ვორდვეიტი, ვოგტი, პოში; კადერაბეკი, ბიტენკურტი, გრილიტში, ზუბერი, შულცი; კრამარიჩი, შალაი

“მანჩესტერ სიტი” – “ლიონი”

“მანჩესტერ სიტი” (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, კომპანი, დელფი; ფერნანდინიო, დ. სილვა, ბ. სილვა; სტერლინგი, გაბრიელ ჟესუსი, მაჰრეზი

“ლიონი” (4-4-2): ლოპეში; რაფაელი, დენაიერი, მარსელო, მენდი; ნდომბელე, ტუსარი, ტრაორე, ფეკირი; დემბელე, დეპაი

G ჯგუფი

“პლზენი” – ცსკა

“პლზენი” (4-2-3-1): კოზაჩიკი; რეჟნიკი, ჰეიდა, ჰუბნიკი, ლიმბერსკი; ჰროსოვსკი, ჰორავა; ეკპაი, ჩერმაკი, კოპიჩი; კრმენჩიკი

ცსკა (5-3-2): აკინფეევი; ფერნანდესი, ბეკაო, ჩერნოვი, ნაბაბკინი, ეფრემოვი; ძაგოევი, ვლაშიჩი, ობლიაკოვი; ჩალოვი, ჟამალეტდინოვი

“რეალი” – “რომა”

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო; კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი; ისკო, ბენზემა, ბეილი

“რომა” (4-3-3): ოსლენი; ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, კოლაროვი; ნზონზი, დე როსი, კრისტანტე; ჯენგიზ იუნდერი, ჯეკო, ელ შაარავი

H ჯგუფი

“ვალენსია” – “იუვენტუსი”

“ვალენსია” (4-4-2): ნეტო; პიჩინი, დიახაბი, გაბრიელ პაულისტა, გაია; სოლერი, პარეხო, ვასი, გუდეში; როდრიგო, ბატშუაი

“იუვენტუსი” (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი, მანჯუკიჩი, რონალდუ

“იანგ ბოიზი” – “მანჩესტერ იუნაიტედი”

“იანგ ბოიზი” (4-4-2): ვონ ბალმოსი; მბაბუ, ვიურთრიხი, ვონ ბერგენი, ბენიტო; ფასნახტი, სანოგო, სოუ, სულეიმანი; ასალე, ოარო

“მანჩესტერ იუნაიტედი” (4-3-3): დე ხეა; ვალენსია, სმოლინგი, ლინდელოფი, შოუ; პოგბა, მატიჩი, ფრედი; რაშფორდი, ლუკაკუ, სანჩესი

სტატისტიკა
0.23987