ჩოგბურთი

22:27 | 18.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძემ იოლად იმარჯვა

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ წარმატებული სტარტი აიღო პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.

ბოლქვაძემა და თურქმა პემრა ოზგენმა წყვილთა შეჯიბრის მერვედფინალში “უაილდ ქარდის” მქონე პორტუგალიელები – კლაუდია გასპარი და ანა ფილიპა სანტოსი 6:1, 6:0 დაამარცხეს და მეოთხეფინალში მე-2 ნომრად განთესილ თურქულ-ფრანგულ დუეტს (ჩენგიზი-პონჩე) გაეჯიბრებიან.
ვთქვათ ისიც, რომ ერთეულთა ტურნირის საწყის რაუნდში ბოლქვაძე ჰოლანდიელ მიქაელა კრაიჩეკს გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.066153