ფეხბურთი

1:55 | 18.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

იწყება!

ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივრების ლოდინი დასრულდა და ყველაზე მაგარი საკლუბო ტურნირი დღეს დაიწყება. ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პოპულარული, ყველაზე ელიტარული გათამაშებაა და ბუნებრივია, მისდამი ინტერესი დიდია.

დღეს, 2018-2019 წლების სეზონი რვა შეხვედრით დაიწყება. ეს ტრადიციულად, თუმცა, ცვლილებებია დროში. კერძოდ, 6 თამაში ჩვენი დროით 23:00 საათზე, ხოლო ორი თამაში („ინტერი“ – „ტოტენჰემი“ და „ბარსელონა“ - პსვ ეინდჰოვენი) 20:55 საათზე.

დღის ცენტრალური მატჩი კი ცალსახად „ეინფილდ როუდზე“ შედგება, სადაც შარშანდელი ფინალისტი „ლივერპული“ „პარი სენ ჟერმენს“ დაუხვდება. ორივე გუნდი ლიგის გამოკვეთილ ფავორიტთა შორისაა და ინგლისში დიდი ამბებია მოსალოდნელი. ინგლისელებს შესაძლოა, რობერტო ფირმინიო ვერ დაეხმაროთ, ხოლო პსჟ ჯანლუიჯი ბუფონს მოისაკლისებს, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს მისჯილი.

იურგენ კლოპი („ლივერპულის“ მწვრთნელი): „დაცვაში და შეტევაში ერთნაირად უნდა ვითამაშოთ. აქამდე, სადაც ვმუშაობდი ყველა გუნდი თანაბრად ძლიერი იყო, როგორც ხარისხის, ისე მენტალობის მხრივ. ტომას ტუხელი დიდებული მწვრთნელია და პსჟ-მ ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო ნდობა რომ გამოუცხადა. ასეთი სტილის გუნდს, რომელსაც ბევრი ინდივიდუალისტი ჰყავს, სწორედ ტუხელის მსგავსი სპეციალისტი სჭირდებოდა. ის ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესოა და ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა“.

ტომას ტუხელი (პსჟ-ს მწვრთნელი): „ზოგჯერ ასეთ თამაშებში გამარჯვება საჭიროა, რადგან შორს წასასვლელად საკუთარი თავის დაიჯერო. სპორტში მაღალი მიზნების მისაღწევად გამოცდილება აუცილებელია. იურგენ კლოპის გუნდების წინააღმდეგ და „ენფილდზე“ თამაში ადვილი არასდროსაა. აქ საოცარი ატმოსფეროა, მაგრამ მჯერა, რომ შეგვიძლია ძალიან სახიფათო მეტოქე ვიყოთ“.

დღესვე, დიდ ინტერესს იწვევს მილანის „ინტერისა“ და „ტოტენჰემის“ შეხვედრაც. „ნერაძური“ ევროპის მთავარ გათამაშებას 2012 წლის შემდეგ უბრუნდება, ხოლო „სან სიროზე“ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი 2014 წლის შემდეგ პირველად გაიჟღერებს (თუ არ ჩავთვლით 2016 წლის ფინალს, რომელიც ამ სტადიონზე გაიმართა). იტალიელებმა სეზონი საშინლად დაიწყეს და ლუჩანო სპალეტი დიდი კრიტიკის ქვეშაა მოქცეული. ხოლო თავის მხრივ „ტოტენჰემმა“ მიჯრით ბოლო ორი თამაში წააგო მას შემდეგ, რაც „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერი“ გაანადგურა. მოკლედ, ორივე გუნდს სარეაბილიტაციოდ აქვთ საქმე და ვნახოთ ვისი აჯობებს. სხვათა შორის, „მამლებს“ შემადგენლობის პრობლემები აქვთ, რადგან უგო ლორისი და დელე ალი მოედანზე ვერ გავლენ.

ლუჩანო სპალეტი („ინტერის“ მწვრთნელი): „ინიციატივა უნდა ავიღოთ და შეტევაში აქტიურად ვითამაშოთ, რადგან საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ. მათ უამრავი იარაღი აქვთ და მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თამაშის გაუმჯობესება. ემოციები მართლაც შესანიშნავი იქნება, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც პაუზის შემდეგ „ინტერი“ ლიგაზე დაბრუნდა“.

მაურისიო პოჩეტინო („ტოტენჰემის“ მწვრთნელი): „ჩვენ გვქონდა ბევრი პრობლემა მსოფლიოს ჩემპიონატის გამო, მაგრამ გვაქვს გეგმა და საკმარისი ფეხბურთელები, რომ რამდენიმე ტურნირზე ვიბრძოლოთ. საბოლოო ჯამში სახელი არაფერს ნიშნავს და მთავარია გუნდურობა. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ წარმატებისთვის“.

სხვა მატჩებს რაც შეეხება - „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგაზე სვლას პსვ ეინდჰოვენთან საშინაო მატჩით იწყებს და რა თქმა უნდა, უდაო ფავორიტია. მადრიდის „ატლეტიკო“ კი მონტეკარლოშია და „მონაკოსთან“ სათამაშოდ ემზადება. და კიდევ, ჩემპიონთა ლიგაზე დღეს ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. მოსკოვის „ლოკომოტივი“ სტამბოლში „გალათასარაის“ სტუმრობს და სოლომონ კვირველია მოედანზე პირველივე წუთიდან გავა.

A ჯგუფი

„მონაკო“ – „ატლეტიკო“

„მონაკო“ (4-3-3): ბენალიო; სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, ჰენრიხსი; ბენასერი, აჰოლუ, ტილემანსი; შადლი, დიოპი, ფალკაო

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, გოდინი, ხიმენესი, ფილიპე ლუისი; კოკე, როდრიგო, საულ ნიგეზი, ლემარი; გრიზმანი, დიეგო კოშტა

„ბრიუგე“ – „დორტმუნდი“

„ბრიუგე“ (3-5-2): ლეტიცა; დენსვილი, პულანი, მიტროვიჩი; გრონეველდი, ვანაკენი, რიტსი, ვორმერი, დიატა; რეზაი, ვესლი

„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ბიურკი; პიშჩეკი, დიალო, აკანჯი, შმელცერი; ვიტსელი, დაუდი; ვოლფი, გიოტცე, პულიშიჩი; როისი

B ჯგუფი

„ინტერი“ – „ტოტენჰემი“

„ინტერი“ (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დე ვრეი, მირანდა, შკრინიარი, ასამოა; ვესინო, ბროჟოვიჩი; კანდრევა, ნაინგოლანი, პერიშიჩი; იკარდი

„ტოტენჰემი“ (4-2-3-1): ვორმი; ორიე, სანჩესი, ვერტონგენი, დევისი; უინკსი, დემბელე; ლუკას მოურა, ერიკსენი, სონი; კეინი

„ბარსელონა“ - პსვ ეინდჰოვენი

„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო; დემბელე, სუარესი, მესი

პსვ ეინდჰოვენი (4-2-3-1): ზუტი; ანჯელინო, ვიერგევერი, შვააბი, დუმფრისი; ჰენდრიქსი, როსარიო; ბერგვინი, პერეირო, ლოსანო; დე იონგი

C ჯგუფი

„ცრვენა ზვეზდა“ – „ნაპოლი“

„ცრვენა ზვეზდა“ (4-2-3-1): ბორიანი; სტოიკოვიჩი, სავიჩი დეგენეკი, როდიჩი; იოვიჩიჩი, კრისტიჩიჩი; კაფუ, ბენ ნაბუანი, მარინი; ბოაჩი

„ნაპოლი“ (4-3-3): ოსპინა; ჰისაი, მაკსიმოვიჩი, კულიბალი, მარიო რუი; ალანი, ჰამშიკი, ზიელინსკი; კალეხონი, მერტენსი, ინსინიე

„ლივერპული“ – პსჟ

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, გომესი, რობერტსონი; მილნერი, ჰენდერსონი, კეიტა; შაქირი, სალაჰი, მანე

პსჟ (4-3-3): არეოლა; მუნიე, კიმპემბე, ტიაგო სილვა, ბერნატი; მარკინიოსი, რაბინიო, დი მარია; ნეიმარი, მბაპე, კავანი

D ჯგუფი

„შალკე“ – „პორტუ“

„შალკე“ (3-5-2): ფარმანი; ნალდო, სანე, ნასტასიჩი; კალიჯური, ბენტალები, რუდი, ჰარიტი, ბაბა; ბურგშტალერი, კონოპლიანკა

„პორტუ“ (4-3-3): კასილიასი; მაქსი პერეირა, ფელიპე, მილიტაო, ალექს ტელეში; დანილო, ერერა, ოლივეირა; ბრაჰიმი, მარეგა, აბუბაკარი

„გალათასარაი“ – „ლოკომოტივი“

„გალათასარაი“ (4-2-3-1): მუსლერა; მარიანო, აზიზი, მაიკონი, ნაგატომო; ნდიაიე, ფერნანდო; როდრიგესი, ემრე აკბაბა, ონიეკურუ; დერდიოკი

„ლოკომოტივი“ (4-5-1): გილერმე; იგნატიევი, კვირკველია, ჩორლუკა, ლისოვი; კრიხოვიაკი, დენისოვი, ალექსეი მირანჩუკი, ანტონ მირანჩუკი, ფერნანდეში; ფარფანი

Loading...
სტატისტიკა
0.283769