ფეხბურთი

1:00 | 17.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: „ვესტ ჰემმა“ პირველი ქულები მოიპოვა

პრემიერლიგის მეხუთე ტურის მეორე სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. „ევერტონი“ „გუდისონ პარკზე“ „ვესტ ჰემს“ დაუხვდა და გაუთვალისწინებელი მარცხი განიცადა. შესაბამისად, მერსისაიდელებმა მიმდინარე სეზონში პირველად წააგეს, ხოლო „ჩაქუჩებს“ აქამდე ოთხივე წაგება ჰქონდათ და აქედან გამომდინარე, ქულა საერთოდ არ ეწერათ აქტივში.

ლონდონელებმა ტაიმი ანდრეი იარმოლენკოს დუბლით მოიგეს: მე-11 წუთზე მარკო არნაუტოვიჩმა ახლო მანძილიდან გაატანინა, ხოლო 31-ე წუთზე ინდივიდუალური ოსტატობა გამოავლინა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.

მასპინძლებმა სხვაობა პირველი ტაიმის დამატებულ დროში შეამცირეს, სიგურდსონმა თავური დარტყმით ფაბიანსკი უშანსოდ დატოვა. მეორე ნახევარში სტუმრებმა ორბურთიანი უპირატესობა აღადგინეს: 61-ე წუთზე ობიანგმა და არნაუტოვიჩმა მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დასრულდა -1:3.

დღის მეორე მატჩში „ვულვზმა“ „ბარნლის“ უმასპინძლა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე ახლო მანძილიდან რაულ ხიმენესმა გაიტანა, რომელმაც დოჰერტის გადაცემა გამოიყენა - 1:0.

ვულვზი - ბარნლი 1:0 (0:0)

გოლი: რ.ხიმენესი (61)

ევერტონი - ვესტ ჰემი 1:3 (1:2)

გოლები: 0:1, 0:2 იარმოლენკო (11; 31), 1:2 სიგურდსონი (45+2), 1:3 არნაუტოვიჩი (61)

სტატისტიკა
0.271015