კალათბურთი

22:10 | 16.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

მეტ ჯენინგი: "ყველაფერი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის"

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა საბერძნეთის ნაკრებთან დრამატული მარცხის შემდეგ (85:86) კომენტარი გააკეთა. ამერიკელი კალათბურთელის განცხადებით, ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ბოლომდე დაიხარჯნენ და ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის, მაგრამ არ გაუმართლათ.

"საბერძნეთის ნაკრების ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც გამოცდილი და მაღალი დონის კალათბურთელითაა დაკომპლექტებული. ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, თუმცა ბოლოს არ გაგვიმართლა. თითოეულმა მოთამაშემ ყველაფერი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა.

დარბაზში შესანიშნავი ატმოსფერო იყო და ძალიან დიდი ძალა მოგვცა. მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც ბოლომდე ჩვენს გვერდში იდგა", - აღნიშნა ჯენინგმა.

მეტ ჯენინგი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო იყო. მის ანგარიშზე 17 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი იყო. მარგი ქმედების კოეფიციენტიც თანაგუნდელთა შორის ყველაზე მაღალი ჰქონდა - 24.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112008