კალათბურთი

10:57 | 15.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლექსო ლაფანაშვილი: დავიწყეთ

"დელტა" სეზონისთვის ემზადება. ზაზა ფაჩულიას აკადემიაში ფიზმომზადებით დატვირთვის შემდეგ, გუნდი გადადის დარბაზში, სადაც ახალი მწვრთნელი ლექსო ლაფანაშვილი გუნდთან ერთად რეგულარულისთვის ფორმაში შედის.

ლექსო ლაფანაშვილი: "ორშაბათს გვქონდა პირველი ვარჯიში. როგორც მოსალოდნელი იყო, ბიჭები ფორმაში არ არიან, მაგრამ ყველა მოტივირებულია. ეს მოტივაცია აუცილებელია. სრული შემადგენლობით ვერ ვვარჯიშობთ. 17-18 სექტემბერს ჩამოვლენ ლეგიონერები. უკრაინელი შვეცი, რომელიც შარშანაც "დელტაში" იყო და საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა, უკვე ჩვენთან ერთად არის. ვემზადებით. მთავარია, რომ დავიწყეთ."

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.07773