33 წლის წარმოშობით სუდანელი კალათბურთელი ლოულ დენგი კარიერას "მინესოტაში" გააგრძელებს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
დენგმა ნბა-ს კარიერა 2004 წელს "ჩიკაგო ბულზში" დაიწყო. 2014 წელს "მაიამი ჰიტში" გადავიდა. 2016/18 წლებში "ლეიკერსში" თამაშობდა.
დენგმა "ოლ სტარზე" ორჯერ ითამაშა (2012, 2013).







