თამაშგარე

11:55 | 12.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფული ბაბა, ფული...

არ უნდა დიდი სჯა-ბაასი იმას, რომ ამერიკელი მეჩოგნე, სერენა უილიამსი გარეგნულად ლამაზ-ლამაზ ფერადკანიან ასულთა შორის ნამდვილად ვერ დაიმკვიდრებს ადგილს. თუმცა, სპორტულმა წარმატებებმა და ამის შესაბამისმა დიდმა შემოსავლებმა თვით კუნთმაგარი სერენაც კი ბევრისთვის სასურველ ქალად აქცია.

სერენას “სასურველობის“ ერთ-ერთი მიზეზი, ჟურნალ “ფორბსის“ მიერ ამ ცოტა ხის წინ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებია, რომლის მიხედვით, უილიამსის ქალი მთელს მსოფლიოში ქალ სპორტსმენთა შორის ყველაზე მდიდარი ყოფილა და მისი კაპიტალი 18.1 მილიონ დოლარს შეადგენს.

რასაკვირველია სერენა უილიამსმა ეს სიმდიდრე საკუთარი შრომითა და ჩოგნის დიდებულად ქნევით დაიმსახურა, მაგრამ ალბათ თავად მეჩოგნეც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი კაპიტალი თაყვანისმცემლებს არამხოლოდ სპორტული, არამედ “მატრასზე“ გარდიგარდმო კოტრიალის მსურველთა კუთხითაც მოუმრავლებდა. ფული ბაბა, ფული...

0.141025