კალათბურთი

15:07 | 11.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია – “ტარაგონას მეფე”

საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ჩამოსვლამდე, თორნიკე შენგელიამ “ბასკონიას” მაისურით ტარაგონას მოსამზადებელ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და შეუჩერებელი იყო.
შეგახსენებთ, რომ ბასკურმა კლუბმა “ბრეოგანი” (83:62) და ბექა ბურჯანაძის ახალი კლუბი “გიპუზკოა ბასკეტი” (77:70) დაამარცხა, თოკომ კი ტრადიციულად ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

შემთხვევითი არ ყოფილა, რომ მინი-ტურნირის საუკეთესო შვიდ მომენტს შორის ქართველი მძიმე ფორვარდის მონაწილეობით 2 ეპიზოდი შევიდა: “ბრეოგანთან” მატჩში შენგელიას სუპერპასი დარინ ჰილარდზე მე-3 ადგილზე გავიდა, ჩვენებურის სლემდანქი “გიპუზკოა ბასკეტთან” კი საუკეთესოდ აღიარეს.
საგულისხმოა ვიდეოკრებულის სათაურიც: შენგელია – “ტარაგონას მეფე”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101734