ფეხბურთი

11:22 | 11.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სკუადრა აძურას" მძიმე დროება

იტალიის ნაკრების ღრმა კრიზისი გრძელდება. "სკუადრა აძურას” ვეღარც რობერტო მანჩინი შველის და საშველიც არ ჩანს. აქ საუბარი არაა მხოლოდ შედეგში, იტალიის ნაკრების თამაშის ხარისხი, ძალიან დაბალია და არანაირად არ მიესადაგება მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონს.

მანჩინის გუნდი ლისაბონში პორტუგალიასთან (0:1) დამარცხდა და ერთა ლიგის A დივიზიონიდან დიდი ალბათობით, B დივიზიონში დაქვეითდება. აპენიელებს ორ ტურში 1 ქულა აქვთ, პოლონეთი და პორტუგალია გაცილებით კარგ ვითარებაში არიან.

ამასობაში, იტალიას უკვე ზედიზედ 4 ოფიციალური თამაში არ აქვს მოგებული (შვედეთთან 0:1, 0:0, პოლონეთთან 1:1, პორტუგალიასთან 0:1) და ასეთი ცუდი შედეგი ბოლოს 1984 წელს ჰქონდა, როდესაც კვიპროსს (1:1), რუმინეთს (0:1) და შვედეთს (0:2, 0:3) ვერ მოუგო.

საინტერესოა, რომ პორტუგალიასთან მატჩში იტალიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა “იუვენტუსის” ფეხბურთელი. ბოლოს “სკუადრა აძურას” სასტარტო თერთმეტეულში არცერთი იუვენტინო (ოფიციალურ თამაშში) 20 წლის წინ არ იყო. 1998 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე, კამერუნთან ჩეზარე მალდინიმ “იუვენტუსის” ფეხბურთელების გარეშე ითამაშა და იქედან მოყოლებული ასეთი შემთხვევა პირველად დაფიქსირდა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112372