ფეხბურთი

1:23 | 11.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

D დივიზიონი, A ჯგუფი: აქ მხოლოდ საქართველო იგებს (+VIDEO)

ერთა ლიგის D დივიზიონის A ჯგუფში ორი ტური მიილია და თამაშებს ერთადერთი ნაკრები იგებს. საბედნიეროდ, ეს საქართველოს ნაკრებია.

ყაზახეთისა და ლატვიის ძლევის შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდი ერთპიროვნული ლიდერი რომ იქნებოდა, ეს ჯგუფის მეორე თამაშის დასრულებამდეც ვიცოდით. თუმცა, ანდორასა და ყაზახეთის შეხვედრაში დაფიქსირებულმა ანგარიშმა აშკარად "ჯვაროსნების" წისქვილზე დაასხა წყალი.

ფრე - 1:1. შედეგად, ჯგუფში ისეთი სიტუაციაა, საქართველოს ძალიან დიდი ნაბიჯი აქვს პირველი ადგილისკენ გადადგმული.

1. საქართველო 2 2 0 0 3:0 6
2. ანდორა 2 0 2 0 1:1 2
3. ლატვია 2 0 1 1 0:1 1
4. ყაზახეთი 2 0 1 1 1:3 1
0.111918