კალათბურთი

23:27 | 10.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ბასკონიას” სამეული საქართველოს ნაკრებში

ესპანურმა “ბასკონიამ” იმ კალათბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც მოახლოებული სანაკრებო ფანჯრის დროს სხვადასხვა ქვეყნების ეროვნულ გუნდებში სათამაშოდ გაემგზავრებიან.
ყველაზე მეტი – 3 მოთამაშე საქართველოს ნაკრებშია მოვლენილი და გასაკვირი არაა, რომ სტატიას ბასკური გუნდის ლიდერის თორნიკე შენგელიას ფოტო ამშვენებს.

თოკოს გარდა, ილიას ზუროსის მიერ სანაკრებო შეკრებაზე გამოძახებულნი არიან საქართველოს ეროვნული გუნდის ახლადნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი მეტ ჯენინგი და “ბასკონიას” ახალგაზრდული სისტემის წევრი რატი ანდრონიკაშვილი.
ქართული სამეულის გარდა, 13-დან 17 სექტემბრამდე პერიოდში ბასკეთს დატოვებენ ლუკა ვილდოზა (არგენტინა), მარსელიონიო უერტასი (ბრაზილია), შავონ შილდსი (დანია), იოჰანეს ვოიგტმანი (გერმანია), ვინსენ პუარე (საფრანგეთი), ილიმანე დიოპი (ესპანეთი), იური მაჩურა (სლოვენია) და სანდერ რაიესტე (ესტონეთი).
შეგახსენებთ, რომ ქართველ კალათბურთელებს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მომდევნო მატჩი 13 სექტემბერს, თელ ავივში, ისრაელთან ელით, 16-ში კი, თბილისში, საბერძნეთთან შეხვედრაა დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114133