ფეხბურთი

12:15 | 9.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

შოუ მძიმე ტრავმას გადაურჩა

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ლუკ შოუ მძიმე ტრავმას გადაურჩა. ფეხბურთელი ერთა ლიგაზე ესპანეთთან გამართულ მატჩში დანი კარვახალს შეეჯახა და გონება დაკარგა. მატჩის შემდეგ შოუმ ტვიტერის გვერდის მეშვეობით გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მოედანს მალე დაუბრუნდება.

ესპანეთთან წაგებული (1:2) დაპირისპირების შემდეგ, შოუს ტრავმაზე კომენტარი გარეტ საუთგეიტმაც გააკეთა: "გასახდელში შოუ იჯდა და საუბრობდა, რაც კარგის მანიშნებელია. მართალია არასასიამოვნო შეჯახება იყო, თუმცა ახლა იგი დადის და საუბრობს."

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117815