ფეხბურთი

17:28 | 8.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ლატვიის ნაკრების დაცვის ხაზს გასაღები უნდა მოვარგოთ"

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ლატვიასთან მატჩამდე ჟურნალისტებს შეხვდა და პრესკონფერენცია გამართა.

ზოგადი შეფასება - “ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დიდი ნაბიჯი გადავდგათ ჯგუფიდან გასვლისთვის. სამი ქულა, რომელიც მოვიპოვეთ მნიშვნელოვანია, მაგრამ ხვალ გამარჯვება აუცილებელია. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ კი, საბოლოოდ დადგინდება ძირითადი შემადგენლობა. ლატვიამ ანდორასთან ფრედ ითამაშა და დაცვითი სისტემით თამაშობდა. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ გასაღები მოვუძებნოთ ლატვიელთა დაცვის ხაზს. ასევე, ვიმედოვნებ, რომ სტადიონი გაივსება და გავახერებთ ჩვენს გულშემატკივრებს”.

2017 წელს, ლატვიასთან 5:0 – “დიახ, იმ გუნდიდან ბევრი ფეხბურთელი ისევ გუნდშია, მაგრამ არამგონია მაშინდელმა შეხვედრამ ხვალინდელ თამაშზე იმოქმედოს. ჩვენ უფრო კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ, ის ამხანაგური შეხვედრა იყო, თანაც ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და სხვა გუნდი გამოვა მოედანზე”.

პირველი გამარჯვება ოფიციალურ მატჩში - “ჩვენ ყველაფერი გავიღეთ ყაზახეთთან გამარჯვებისთვის. მართალია, სანახაობრივი ფეხბურთი არ გვითამაშია, მაგრამ ეს იყო შედეგზე გათვლილი სტრატეგია, რასაც მივაღწიეთ. თანაც, სტანიმირ სტოილოვის გუნდი აგრესიულ ფეხბურთს აჩვენებდა და აქედან გამომდინარე ვითამაშეთ ისეთი ფეხბურთი, რომელიც საჭირო იყო”.

გურამ კაშია – “კაშია შესანიშნავი ადამიანია, როგორც მწრთნელი ყველანაირად გვერდში დავუდგები ამ ადამიანს”.

ეიფორია – “ეიფორიაში გუნდი ნამდვილად არაა. ხალხი ჩვენგან გოლებს და აუცილებელ გამარჯვებას ელოდება და ვეცდებით, მათი იმედები გავამართლოთ”.

თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე – “მათ დიდი ხანი გაუცდათ და ადვილი არაა, ძირითად შემადგენლობაში რომ ვათამაშოთ. დღეს, ვარჯიში გვაქვს და შევხედავთ. შესაძლოა, მაქსიმალურად დავტვირთოთ ხვალინდელ შეხვედრაში”.

სასურველი ანგარიში - “თანამედროვე ფეხბურთში 6:1, 7:1 ასეთი ანგარიშებით მოგება რთულია, მაგრამ ვეცდებით, რომ რაც შეიძლება დიდი ანგარიშით მოვიგოთ. თანაც, ერთა ლიგა ის ტურნირია, რომელშიც ქულათა მაქსიმუმსა და ბურთების ბალანსს მნიშვნელობა აქვს”.

ხარისხი - “წინა თამაშში იყო მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყანეთ, მაგრამ სამაგიეროდ, ჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი ნამდვილად არ ყოფილა 100%-იანი საგოლე ეპიზოდი, თუმცა კარგად შეასრულა და გოლი გავიდა. მნიშვნელოვანია ის, რომ არ მივეცით ყაზახებს ბევრი საგოლე მომენტების შექმნა. ერთადერთი მომენტი, რომელიც შეგვიქმნეს ჩვენი შეცდომის შედეგი იყო. ვეცდებით, რომ თამაშის ხარისხი გამოვასწოროთ და საგოლე მომენტების რეალიზაცია იყოს მაღალ დონეზე”.

ლატვიის ნაკრები – “ჩვენ მაქსიმალური დრო შეტევაში უნდა გავატაროთ და მეტოქეს კონტრშეტევების საშუალება არ მივცეთ. მათ ჰყავთ რამდენიმე სახიფათო ფეხბურთელი, მაგალითად საბალია, რომელსაც შეუძლია ჩვენთვის ხიფათის შექმნა. ჩვენ ვთამაშობთ პროფესიონალრუ დონეზე და ვეთამაშებით ეროვნულ ნაკრებებს. შესაბამისად, შეცდომის დაშვებისგან დაზღვეული არაა. მაგალითად, ლორიამ ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა, მაგრამ შემდეგ ძალიან კარგად ითამაშა. იგივე, ვარჯიშის დროსაც შესანიშნავად თამაშობს”.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას 9 სექტემბერს, თბილისში, "დინამო არენაზე" ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. აღნიშნული შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119713